ნესტან ცეცხლაძე: მინდა, მადლობა ვუთხრა მზიას, ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე
მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის-ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე, - ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინდა, მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები, რათა ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში. ის მუდმივად ითხოვდა „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანას. მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, - აღნიშნა ნესტან ცეცხლაძემ.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.