"ველოდებით პასუხს და პასუხისმგებლობას" - ხიდაშელი "ოცნებას" მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს
„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი საქართელოს მეხუთე პრეზიდენტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი "ჩვეულებრივი სამოქალაქო პირია", თავდამსხმის წახალისებაა.
"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, ოლიგარქის გუნდს მათივე გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ გიორგი გახარია პარლამენტის წევრია, ამიტომ ხიდაშელი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიონ პოლიტიკური თანამდებობის პირზე განხორციელებული თავდასხმა და პასუხისგებაში მისცენ ისინი, ვინც მიუნხენიდან დაბრუნებულ ყოფილ პრემიერს აეროპორტში დახვდა და კვერცხები ესროლა:
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის, რომელ საათზე, ვის დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, ის არის ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ყველა წინადადება და ყველა გამოხმაურება, რომ "ის სამოქალაქო პირია", "აბა რა ეგონა?!", "ხო, ქვეყანაში არიან გაბრაზებული ადამიანები", ეს პირდაპირი წახალისება და პოზიტიური ნიშანია ყველა იმ მოძალადისთვის, რომელიც მსგავსი მოქმედების განხორციელებას გეგმავ. კახა კალაძე მიხვდა, რომ ეს პრობლემა აქვს ხელისუფლებას და გამოსავალი იპოვა იმაში რომ მან თქვა, მისი კომენტარი ვნახე, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი სამოქალაქო პირია და რა ქნან, ოღონდ დაავიწყდა, რომ როგორც თავად მიიჩნევენ, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტის წევრია. ამას ხაზგასმით ვამბობ, თორემ ჩვენთვის ეს პარლამენტი, მისი ყველა შემადგენლით, გახარიას ჩათვლით არალეგიტიმურია, მაგრამ ისინი ხომ ამბობენ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი და ყველა, ვისი უფლება-მოსილება არის ცნობილი, არის საქართველოს პარლამენტის წევრზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე მოხდა თავდასხმა და ახლა ველოდებით მათი მხრიდან პასუხს და პასუხისმგებლობას"- განაცხადა ხიდაშელმა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.