გია ხუხაშვილი: ასე აღნიშნეს ბიძინას დაბადების დღე
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში ე.წ. ტიტუშკები ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დაახვედრა.
გია ხუხაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ შესაძლებელია, ოლიგარქს არც არავისთვის უთქვამს, რომ 70 წლის ქალისთვის კვერცხები ესროლათ, თუმცა მეორეს მხრივ წინააღმდეგობაც არ გაუწევია, რომ ამ ფორმით დაედასტურებინათ მის ხელქვეითებს ერთგულება.
ექსპერტი "ქართული ოცნების" მიერ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასაც გამეოხმაურა და თქვა, რომ ოლიგარქის გუნდი, როცა სამშობლოზე საუბრობს, ივანიშვილს გულისხმობს.
ბიძინა ივანიშვილი თავად ხომ არ ეტყოდა, წადით კვერცხები დაუშინეთო, მაგრამ თავისი მოკლე ჭკუით, ასე აღნიშნეს ბიძინას დაბადების დღე - კვერცხების სროლით მიულოცეს. ეს არის ამათი ინტელექტუალური დონე, მეტი დონე არ არის. რა დონის არსებებიც არიან, ისე იქცევიან. სინამდვილეში, ამით ბიძინას მიაყენეს შეურაცხყოფა - სალომეს კი არ ესროლეს ეს კვერცხები, ბიძინას ესროლეს, მაგრამ იმდენი ტვინი არ აქვთ, რომ ამას მიხვდნენ. ბუნებრივია, ეს გააკეთეს იმიტომ, რომ მისთვის, (ბიძინა ივანიშვილისთვის) ესიამოვნებინათ. ესენი უკვე იმ ეტაპზე არიან, რომ თვითონ უნდა მიხვდნენ, ბიძინას რა ესიამოვნება და ის გააკეთონ.
მე არ მგონია, რომ ეს ახლა ბიძინა ივანიშვილის მოსწონდეს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ წინააღმდეგიც არ არის ასეთი ოდიოზური ფორმით მას ერთგულებას უმტკიცებს.
როდესაც ისინი (ქართული ოცნების წარმომადგენლები) სამშობლოზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ ბიძინას. ბიძინას ღალატის კანონს იღებენ, მათთვის სამშობლო არის ის მეწველი ძროხა, საიდანაც სარგებელს იღებენ და ეს ხომ ბიძინაა" - თქვა ხუხაშვილმა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.