გაბედავს თუ არა გომელაური პრეზიდენტზე თავდამსხმელების დაკავებას - სალომე ზურაბიშვილი გამოძიებას ითხოვს

18.02.25 20:07
გაბედავს თუ არა გომელაური პრეზიდენტზე თავდამსხმელების დაკავებას -  სალომე ზურაბიშვილი გამოძიებას ითხოვს

პრეზიდენტ ზურაბიშვილი დარმწუნებულია, რომ დღეს გამეთენიისას თბილისის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის უკან სწორედ "ქართული ოცნება" იდგა.

პრეზიდენტზე თავდასხმის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად "ქართული ოცნების" ტიტუშკებმა გაავრცელეს. კადრებში ცხადად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილის აერპორტში ჩასაფრება მთელმა ბანდამ მოუწყო, ჯერ იწყებს ქალი შეძახილებით, შემდეგ კი კვრეცხებით შეირაღებული ტიტუშკები თავს ესხმიან პრეზიდენტს. 

კვერცხის მსროლელთა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისევ არავინ შეუშალა. არადა, თბილისის საერთაშორისო აერპორტი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და უსაფრთხოებას აქ არა მხოლოდ საპატრულო, არამედ კრიმინალური პოლიცია იცავს. აროპორტში დამატებით არის ბაზირებული პოლიციის განყოფილება, თუმცა პრეზიდენტზე თავდახმის შემდეგ იქ სამართლადამცველების დამტებითი ჯგუფებიც კი არ გაუგზავნიათ. 

ვახტანგ გოემლაურის უწყება დუმს და არაფერს ამბობს პრეზიდენტზე აერპორტიში მოხმდარი თავდასხმის შესახებ. "პირველებს" აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში უდასტურებენ, რომ აქ არც საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარებიათ, არც კამერების ჩანაწერები ამოიღიათ და არც მოწმეები დაუკითხავთ. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები