ევროპისგან გარიყული რეჟიმი - პოლონეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე არ დაპატიჟა
პოლონეთში, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში გამართულ შეკრებაზე, ივანიშვილის რეჟიმის არცერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს. არადა, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მინისტრების გვერდით კანდიდატი ქვეყნების წარამომდგენლებიც დაპატიჟეს. ტვიტერზე შეხვედრის ორგანიზატორებმაც დაწერეს, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი დარჩა.
დღევნადელი დღითაც დადასტურდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ ბორტს მიღმა არის დარჩენილი. არცერთ მაღალი დონის შეხვედრაზე ფორმალურადაც კი არ იწვევენ ევროკავშირის წარმოამდგენლები. დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში ყოფნა კი ქვეყნითვის დიდი დარტყმა ადა ეს ყველაზე კარგად იცის კობახიძის გუნდმა.
რადგან სანხციების გარდა "ქართულ ოცნებას" სხვა ენა არ ესმის, ევროკავშირის ქვეყნები ივანიშვილის რეჟიმის წინაამღდეგ ახალი პაკეტის სასამოქმედებლად ემზადებიან. "პირველების" ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნები იქნებიან პირველები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის აღსრულებას დაიწყებენ. საუბარია 30 პირიდან ნაწილისთვის პერსონალური ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესებაზე. სალომე ზურაბიშვილისთბვის თბილისის აეროპორტში მოწყობილი თავდასხმის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ივანიშვილის რეჟიმის ძალადობის შესაჩერებლად ახალი სანქიციების დაწესება უფრო გაუმარტივდებათ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.