უკრაინაზე მსჯელობა უკრაინის გარეშე - აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებს ზელენსკი არ აღიარებს

18.02.25 20:27
უკრაინაზე მსჯელობა უკრაინის გარეშე - აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებს ზელენსკი არ აღიარებს

უკრაინაზე მსჯელობა უკრაინის გარეშე. ზელენსკი საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებებს არ აღიარებს. შტატების და რუსეთის პირველი დიპლომატები 4 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე იმსჯელებს. ჯერ უცნობია, როდის შედგება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. კონკრეტულ თარიღს ვერცერთი მხარე ვერ ასახელებს. 

რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პარალელურად, მოქმედებაზე გადადის ევროპა. უკრაინის და ევროპის უსაფრთხოება ევროპის ჩართულობის გარეშე არ იქნება - ეს არის ბრიუსელის გზავნილი. ზელენსკი თურქეთშია და ომის დასრულებაზე ერდოღანთან საუბრობს, ევროკავშირი კი კიევისთვის უპრეცედენტო დახმარებას ამზადებს. საუბარია 700 მილიარდზე, რომელიც უკრაინისთვის გამოიყოფა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები