მისალოცი წერილი დიქტატორს - საქართველოს არაღიარებულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა
გაყალბებული არჩევნებით ხელისუფლებაში დარჩენილი "ქართული ოცნება" ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ აყენებს. არჩევნები, რომელიც დასავლურმა სამყარომ არ აღიარა, აღიარა მიხეილ ყაველაშივლმა. ივანიშივლის მიერ პრეზიდენტად გამწესებულმა კაცმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გაუგზავნა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ქმედება სწორია.
პუტინი, ალიევი, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, ბოლივიის და ვენესუელას პრეზიდენტები - დღეიდან მიხეილ ყაველაშვილი მათ სიაში ჩაეწერა. სწორედ მათგან მიიღო მილოცვა ლუკაშენკოს რეჟმმა. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც დიდ ბრიტანეთს და არც ევროკავშირს ბელორუსის ამ არჩევნების ლეგიტიმურობა არ უღიარებია. ყველა კანდიდატი, ვინც ამ არჩევნებში ლუკაშენკოს კონკურენტი უნდა ყოფილიყო, ან დაიჭირეს ან ქვეყნიდან გაიქცა.
ბელორუსი ივანიშვილის რეჟიმისთვის მისაბაძი საპროტესტო აქციების დარბევის დროს გახდა. მაშინ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებუებები, რომელიც ხარებას ომონის მიერ ხალხის ბელორუსის ომონის მეთოდებით დარბევას ადასტურებდა. მათ შორის ბელორუსელი ინტსრუქტორების მიერ იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის გაზიარბული იფნომაცია წამების მანქანების შესახებ. დაზიანების ხარისხიც კი, რომელიც დარბეული მომიტინგეებს ჰქონდათ, ერთი ერთში ემთხვეოდა ლუკაშენკოს მიერ ხალხის წინააღმდეგ გამოყენებულ მეთოდებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.