"ოცნება" შეშინებულია - ოთარ ზურაბიშვილი პრეზიდენტზე თავდასხმაზე
"ოცნება" შეშინებულია, - ასე აფასებს ოთარ ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმას. პრეზიდენტი ძმა ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას აფრთხილებს, გონიერებას მოუხმონ და დათმობაზე წავიდნენ, რადგან ვითარება ქვეყანაში ჩიხშია შესული.
ეშინიათ. არ მოეწონათ რაც მოხდა მიუნჰენში, რაც ხდება ამერიკაში და ყოველ დღე მოდის ცუდი ცნობები, რაც ძალიან აწუხებთ და ეს მათი ნერვიულობაა. ადამიანის მოთმინებას ზღვარი აქვს. თუ არიან ცოტა ჭკვიანი ადამიანები, თუ გაითვალისწინებენ ხალხის რეაქციას, მაშინ იქნება მათი მხრიდან რეაგირება. უნდა მიხვდნენ, რომ არიან ჩიხში და აქედან გამოსავალი არ არის. უნდა დათმონ, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
უკვე დღეს სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საჩივარი საგამოძებო უწყებაში შეიტანოს.