"ექსპერტიზას ხომ არ ჩავატარებ?" - შოთა ხაბარელის პასუხი კითხვაზე, როგორ გავარჩიოთ პოლიციელი გამტაცებლისგან
არალეგიტიმური პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი ვერ პასუხობს კითხვას, როგორ გავარჩიოთ პოლიციელი გამტაცებლისგან, როცა ის შენიღბულია და სამოქალქო ფორმაშია ჩაცმული
ექსპერტიზას ხომ არ ჩავატარებ? წარწერა ექნება... თუ ჩავუღრმავდები, ალბათ გამოჩნდება, - ამბოლბს ხაბარელი.
გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ, პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.