"მინიმუმ, ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი" - პრეზიდენტის საჩივარი პროკურატურაშია

19.02.25 13:45
"მინიმუმ, ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი" - პრეზიდენტის საჩივარი პროკურატურაშია

პრეზიდენტის საჩივარი რეჟიმის წინააღმდეგ პროკურატურაშია. სალომე ზურაბიშვილი მასზე განხორციელებული თვადახსმის ორგანიზატორების იდენტიფცურებას ითხოვს. ახლა გიორგი გაბიტაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა გამოძიებას.

სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა აეროპორტში თავდამსხმელების გადაღება მოახერხა. ბესელიას თქმით, აღნიშნული მასალიდან, მინიმუმ, ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. 

ინტერესების დამცველი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ეკა ბესელია ამბობს, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილმა თავდასხმის საფრთხე იგრძნო, დაცვის სამსახურს სთხოვა, აეროპორტში მყოფი სამართალდამცველები საქმის კურსში ჩაეყენებინა, თუმცა ჩამოფრენის დარბაზში პოლიციელები არ აღმოჩნდნენ. სწორედ ეს ფაქტი უჩენს ადვოკატს განცდას, რომ თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. 

მცირე ნაწილი გადაღებული აქვს პრეზიდენტის თანმხლებ პირს და ეს ვიდეო შენახული აქვს, სადაც, მინიმუმ, ორი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ამ კადრებში ჩანს. შესაძლებელია, მეტისაც, თუმცა იქ იყო 10-ზე მეტი ადამიანი. იქ არცერთი პოლიციელი არ იდგა არც იქამდე და არც თავდასხმის მომენტში და არც შემდგომ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ წინასწარ შეთანხმებული იყო. როგორც წესი, იქ სულ პატრულირებს სხვადასხვა ჯგუფი პოლიციის. სხვათა შორის, დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც ელოდებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, მათაც სცადეს მიმართვა პოლიციისთვის, მაგრამ არავის რეაგირება არ მოუხდენია, არავინ ჩანდა. პრეზიდენტმაც უთხრა დაცვას. 

სახეზე რამდენიმეს თანმხლები პირებიც იცნობენ. 4 ადამიანი ახლდა პრეზიდენტს, ოთხივე მათგანი დასაკითხია, 4-ვე მათგანის ვინაობა მივუთითეთ და საკონტაქტო ინფორმაცია, - ამბობს ბესელია. 
 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

 

მსგავსი სიახლეები