ივანიშვილს ძღვენად მიართვეს ის ვიდეოკადრები, სადაც 72 წლის ქალს, პრეზიდენტს, თავში ესროლეს კვერცხი - კუპრაძე

19.02.25 15:18
ივანიშვილს ძღვენად მიართვეს ის ვიდეოკადრები, სადაც 72 წლის ქალს, პრეზიდენტს, თავში ესროლეს კვერცხი - კუპრაძე

ივანიშვილს საჩუქრად  მიართვეს ის ვიდეოკადრები, სადაც 72 წლის ქალს, პრეზიდენტს, თავში ესროლეს კვერცხი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილზე თავდასხმის  დამკვეთი სწორედ ოლიგარქი იყო. 

ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად და ძღვენად მიართვეს ის ვიდეოკადრები, სადაც 72 წლის ქალს, საქართველოს პრეზიდენტს თავში, ზურგს უკან მიპარვით ესროლეს კვერცხი. ეს არის ივანიშვილის სახე, მისი ქართული მენტალიტეტი ქალზე ასეთი ტიპის თავდასხმის ორგანიზება, რომელსაც ქართული საზოგადოება შეაფასებს და გასცემს პასუხს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

უკვე დღეს პრეზიდენტის ადვოკატმა ეკა ბესელიამ მომხდარზე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა.