გახარიაზე და ზურაბიშვილზე თავდასხმა ივანიშვილის ბრძანება იყო - მეზვრიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი დაწრმუნებულია, რომ გახარიაზე და ზურაბიშვილზე თავდასხმა ივანიშვილის ბრძანება იყო. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მიუნჰენში განხორციელებული წარმატებული ვიზიტი გახდა, რამაც ოლიგარქი გააბრაზა.
გახარიას და ზურაბიშვილის შემთხვევაში ეს იყო ივანიშვილის მიერ გაცემული ბრძანება. ეს ყველაფერი მოყვა ძალიან წარმატებულ ვიზიტს მიუნჰენში, სადაც არავინ ელაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებას და როგორც ჩანს, ამან ძალიან მძიმედ იმოქმედა ივანიშვილზე. ჩვენ ჩავატარეთ ჩვენი წილი გამოძიება და ყველა კვალი მიდის ივანიშვილამდე, - ამბობს მეზვრიშვილი.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
უკვე დღეს პრეზიდენტის ადვოკატმა ეკა ბესელიამ მომხდარზე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა.