თავდასხმა პრეზიდენტზე - სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
"ოცნების" ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ზურაბიშვილთან ოფისში მივდინენ და თავდასხმის დეტალები პირადად მისგან მოისმინეს.
დღესვე, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე უცხოელ დიპლომატს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ
ახლა ყველა გაბიტაშვილის გადაყწყვეტილებას ელოდება - გაბედავს თუ არა ქვეყნის მთავარი პროკურორი უმძიმეს ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ორგანიზატორების დადგენას.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
უკვე დღეს პრეზიდენტის ადვოკატმა ეკა ბესელიამ მომხდარზე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა.