პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიცია, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და პოლტიპატიმრები ციხიდან გათავისუფლდნენ? - ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილთან ოპოზოციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
მიუნხენში მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარკებების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი პარტიების ლიდერებს პირველად ხვდება. ამ მოლაპარაკების შემდეგ, წესით უფრო მეტი დეტალი უნდა გახდეს ცნობილი, თუ როგორი იქნება საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი გაზაფხული.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. უკვე დღეს პრეზიდენტის ადვოკატმა ეკა ბესელიამ მომხდარზე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა.