პრეზიდენტ ზურაბიშვილზე თავდასხმა სამარცხვინოა და უნდა იქნას გამოძიებული - საქართველოში ჩეხეთის ელჩი

19.02.25 18:00
პრეზიდენტ ზურაბიშვილზე თავდასხმა სამარცხვინოა და უნდა იქნას გამოძიებული - საქართველოში ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სალომე ზურაბიშვილი განხორციელებულ თავდასხმას სამარცხვინოს უწოდებს და სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ყველა სხვა თავდასხმა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე. სამართლიანი და დროული სასამართლო პროცესის უფლება საქართველოს კონსტიტუციაშია”, - წერს კუბერნატი.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.