რა საუბარი გაიმართა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის - ბადრი ჯაფარიძის კომენტარი

19.02.25 18:10
რა საუბარი გაიმართა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის - ბადრი ჯაფარიძის კომენტარი

სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია - როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ  "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა მეხუთე პრეზიდენტთან საუბარი გაიმართა იმ შეხვედრებზე, რომელიც მან მიუნხენში გამართა. 

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. 

ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, სადაც მან მოგვაწოდა ინფორმაცია იმ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა მიუნხენში, მაღალი რანგის სხვადასხვა პოლიტიკოსებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიაწოდა ევროპელებს, ამერიკელებს ის ინფორმაცია, თუ რა ხდება ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში და იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ უღრმესი კრიზისიდან ახალი არჩევნებია",- განაცხადა ჯაფარიძემ. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეხუთე პრეზიდენტს მიყენებული ზიანი სახეზე აღენიშნება.

რაც შეეხება გუშინდელ თავდასხმას, მას სახეზე აღენიშნება მიყენებული ზიანი. ეს არის ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს "ქართული ოცნების" აგონიაზე. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქცევა, როდესაც ოპონენტებს ესხმის თავს ორგანიზებულად". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.