ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ, 5 წუთში პატრულმა გამაჩერა, არ მეუბნებიან რატომ - ბუაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციის გაკრიტიკებიდან 5 წუთში ქუჩაში სამართალდამცველებმა გააჩერეს.
"15 წუთია გაჩერებული ვყავარ და არც მეუბნებიან რატომ" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ, 5 წუთში პატრულმა გამაჩერა და 15 წუთია გაჩერებული ვყავარ და არც მეუბნებიან რატომ. უნდა გადაგამოწმოთო. ნეტა კოვიდზე მამოწმებენ?". - წერს საბა ბუაძე.