პრეზიდენტის საჩივარი პროკურატურაშია - დასჯის თუ არა გაბიტაშვილი ზურაბიშვილზე თავდამსხმელებს

19.02.25 20:22
პრეზიდენტის საჩივარი პროკურატურაშია - დასჯის თუ არა გაბიტაშვილი ზურაბიშვილზე თავდამსხმელებს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის საჩივარი უკვე პროკურატურაშია. ახლა ყველა გიორგი გაბიტაშვილისგან გამოძიების დაწყებას ელოდება. სალომე ზურაბიშვილმა საჩივარს თან დაურთო სამედიცინო ცნობა, რითაც დასტურდება, რომ თავდასხმის დროს პრეზიდენტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

პროკურატურაში შეტანილ სარჩელს თან ერთვის დანაშაულის ამსახველი კადრები, რომელშიც თავდამსხმელები ჩანან. ახლა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გაბიტაშივლის უწყებას შეუძლია, ყველა თავდამსხმელის კვალზე გავიდეს.  

ზურაბიშვილზე თავდასხმიდან 2, გახარიაზე ჩასაფრებიდან კი 3 დღე გავიდა. ყოფილმა პრემიერმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება კარლო კაციტაძის უწყებაში შეიტანა და სპეციალური საგამოძიებო უწყებიდან მოითხოვა ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული პოლიტიკური დევნის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ექსპრემიერი დარწმუნებულია, რომ თავდასხმის კადრებს ივანიშვილი უყურებს და ამით ის ბედნიერიერია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.