აბუ-დაბიში პატიმრობის აქამდე უთქმელი დეტალები - რას ყვება ლაშა გაბიტაშვილი

19.02.25 20:36
აბუ-დაბიში პატიმრობის აქამდე უთქმელი დეტალები -  რას ყვება ლაშა გაბიტაშვილი

აბუ-დაბიში პატიმრობის აქამდე უთქმელი დეტალები ლაშა გაბიტაშვილმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გათქვა. 4 დეპუტატი და ერთი მოქალაქე ერთ საკანში პატიმრობის ბოლო დღეს ერთად აღმოჩნდნენ - პატიმარ დეპუტატებს ირაკლი ზარქუას, გოჩა ენუქიძეს, ვიქტორ სანიკიძესა და გელა სამხარაულს არ სიამოვნებდათ იმის მოსმენა, რასაც რეჟიმის სისასტიკით შეწუხებული მოქალაქისგან ისმენდნენ. 

"ქართული ოცნების" 4  წევრი თავისუფლებისთვის ვაჭრობდა - თავიდან ცდილობდნენ, ლაშა გაბიტაშვილი დუბაის პოლიციას დაეკავებინა, შემდეგ შეუთვალეს, რომ აღარ უჩივლებდნენ თუ თვითონაც არ დაწერდა საჩივარს. საქმეში ჩართული იყო საქართველოს საელჩო და მათ გათავისუფლებაზე პირადად ზრუნავდა ირაკლი კობახიძე.

ვაჭრობდნენ თუ არა თავისუფლებისთვის და ჩაერთო თუ არა საქმეში პირადად ირაკლი კობახიძე? - ყველაფერი, რასაც ლაშა გაბიტაშვილი ყვება, ირაკლი ზარქუა უარყოფს. "ოცნების" წევრს არ ესიამოვნა გათქმული ამბები და "პირველების" კითხვებს თავი აარიდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.