საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს - როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, 11 თებერვალს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
მისივე თქმით, 11 თებერვალს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მომენტში ადგილზე არ ყოფილა.
მე ვფიქრობ რეალური მიზეზი იყო, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციაზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ პოლიცია არის სახე დაკარგულ, სამარცხვინო მდგომარეობაში და ამ სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლიდან 5 წუთში, პატრულმა გამაჩერა, დამაყოვნეს 15 წუთი და მერე მოვიდნენ და მითხრეს, რომ 5 000 ლარით მაჯარიმებდნენ 11 თებერვალს გზის გადაკეტვის გამო. რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ 11 თებერვალს გზის გადაკეტვის მომენტში მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ სისტემას ეს არ აინტერესებს აბსოლუტურად. დამაჯარიმეს, იმ თარიღზე და მომენტზე, როცა არ ვყოფილვარ იქ, - ამბობს საბა ბუაძე.