სიკორსკი: უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას” - უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას საქართველოში

19.02.25 19:15
სიკორსკი: უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას” - უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას საქართველოში

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა საქართველოში არსებულ ვითარებასაც დაუთმო. 

მისი განცხადებით, EU მტკიცედ უნდა დადგეს ანტიდემოკრატიული ძალების, მათ შორის, "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ, რომელმაც საქართველო ევროპულ კურსს მოწყვიტა. 

"უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში" - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლონეთის, როგორც თავჯდომარე ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი გაფართოება იქნება. ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს რომ, ევროკავშირი განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნება გაფართოებაზე. ვლაპარაკობთ მოლდოვაზე თუ ბალკანეთის ქვეყნებზე. ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ანტიდემოკრატიული ძალების წინაამდეგ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების ენთუზიაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას”, რომელიც ხელისუფლებაშია საქართველოში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასეთი ქმედებების წინაამდეგ და პოლონეთმა, როგორც თავჯდომარე ქვეყნამ, უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში." - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.