"უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს" - პოლონეთი საქართველოს ადგილს ევროგაერთიანებაში ვერ ხედავს
უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად "ქართულ ოცნებას" - ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში იმ დროს გააკეთა, როცა ევროპარლამენტის სგაარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობდა. რადოსლავ სიკორსკი პირდაპირ ამბობს, რომ ევროპა ივანიშვილის ანტიევროპულ ძალას დაუპირისპირდება, რადგან "ქართული ოცნება" დღეს პოლონეთისთვის ანტიდემოკრატიული ძალაა. პოლონეთი, რომელიც ევროკაშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ახლა ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს შანსებს ვერ ხედავს, რადგან ქვეყანას ახლა ანტიევროპული ძალა მართავს.
სიკორსკის ამ სკანდალურ განცხადებას წინ უძღოდა ვარშავაში ევროკავშირის 27 ქვეყნის მინისტრის შეკრება - ვარშავაში, სადაც ევროკაშირის კანდიდატ ქვეყნებთან ერთად საქართველო არ დაპატიჟეს და საქრთველოსთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელი დატოვეს. პოლონელი ევროპარლამენტარი "პირველებთან" ინტერვიში ხსნის, რას ნიშნავს საქრთველოსთვის განკუთვნილი ცარიელი სკამი. კრისტოფ ბრეიზა, ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიიდან, ადასტურებს, რომ ბრიუსელი "ოცნების" ავტორიტარულ ძალასთან თანამშრომლობას წყვეტს და ასე იქნება იქამდე, სანამ "ოცნება" პუტინის სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას არ შეწყვეტს. მანამდე, ივანიშვილის რეჟიმის ადგილი ევროკაშირის ლიდერების გვერდით არ იქნება.
არადა, ამ მაგიდის გარშემო წესით საგარეო საქმეთა მინისტრიც უნდა მჯდარიყო. არც მას და არც ქართულ ოცნებას დასავლეთი არ აღიარებს, ამიტომ საქართველოს ადგილი მინისტრებმა ცარიელი დემონსტრაციულად დატოვეს. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. კრისტოფ ბრეიზაა ამბობს, რომ "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმს არავინ აღიარებს , ამიტომ გამოხავალს ახალ არჩევნებსაა და ივანიშვლის სანქცირებაში ხედავს. ირკვევა, რომ პოლონელი ევროდეპუტატები აქტიურად მუშაობენ ტუსკის მთავრობასთან, რომ სანქციები ივანშვილს და მის მსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.