ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ - ხმაურინი საქმე თავდაყირა დგება
გერმანელმა სასამართლო ექსპერტებმა სამხარაულის ბიურო ტყუილში ამხილეს. ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის და ბიძინა ივანიშვილის 11 წუთიანი აუდიოჩანაწერი ნამდვილია. მასზე მონტაჟის კვალი არ არის და ის წყვეტები, რაც სამხარაულის ექსპერტიზას გაყალბების კვალი ეგონა, რეალურად, ორ ადამიანს შორის საუბრისას ბუნებრივი პაუზებია.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტი, რომელსაც ბრალდების მხარე ივანიშვილის წინააღმდეგ არსებული მთავარი მტკიცებულების გასაბათილებლად იყენებს, ვერ ადგენდა აუდიო ჩანაწერი ხმის ჩამწერი მოწყობილობით გაკეთდა თუ საათით. გაირკვა, რომ საუბარი მარტივად, სმარტფონითაა ჩაწერილი. 95 გვერდიან დასკვნას სასამართლო მომდევნო პროცესზე გამოიკვლევს. დაიკითხება ამ დოკუმენტზე ხელმომწერი გერმანელი ექსპერტიც.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. პირველი მოწმე, ვინც დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი 2015 წელს, მაინინგის ბიზნესში ჩასადები ფულის სესხად აღებას გეგმავდა და ინვესტორები არ ჰყოლია - ლატვიის მოქალაქე მარად კიჩიკოვი იყო. ის გიორგი ბაჩიაშვილის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.