შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა - მელინე არაკელიანი

19.02.25 20:01
შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა - მელინე არაკელიანი

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარია თავდასხმას ეხმაურება - დიპლომატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "შოკისმომგვრელია მათ წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა".

მელინე არაკელიანი მოითხოვს, რომ კრიმინალური ქმედებები სწრაფად იქნას გამოძიებული. 

შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წერს არაკელიანი.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.