სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნა
სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, გაბიტაშვილის სახელზე შესული საჩივარი ვახო გომელაურის ხელში აღმოჩნდა. არადა შესაძლოა, ეს ინტერესთა დიდი კონფლიქტი იყოს, რადგან ზურაბიშვილის თავდასხმის საქმეში სავარაუდოდ იკვეთება პოლიციელების ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობა. იმ დროს როდესაც მეხუთე პრეზიდენტს თავს ესხმოდნენ, ადგილზე იყო პოლიციაც, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია.
უნდობლობა რადგან არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მიმართ, იმიტომ რომ სწორედ საერთაშორისო აეროპორტის შენობა, პერიმეტრი, რომელსაც უნდა იცავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და თავდასხმის მომენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ, იქ პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ იყო. ეს ფაქტი ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს გამოძიების მხრიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც დამოუკიდებლობის, არც მიუკერძოებლობის თვალსაზრისით ნდობა არ იქნება. პროკურატურას მაინც მოუწევს, ჩვენც მაინც მოგვიწევს მივმართოთ მას რომ, რომც დაუქვემდებარონ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს, მან თავად გამოიძიოს ეს ფაქტი. არსებითი არის ისიც, რომ საქმე ეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, რომლის მიმართაც მოხდა თავდასხმა და ესეც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. მით უფრო მაშინ, როცა ვამბობთ, რომ ეს იყო ორგანიზებული, შეთანხმებული და მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან დაორგანიზებული თავდასხმა, ჩვენ კვალიფიკაცია ჯერ შეგნებულად არ განვსაზღვრეთ, მაგრამ მითითებული არის ნიშნები, რომელიც პირდაპირ არის გამოხატული იმ მუხლში, რომელსაც არაადამიანური მოპყრობა ჰქვია, პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოხატული სხვადასხვა უღირსი ფორმით და ეს იყო სწორედ ის შემთხვევა. ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ყველა ნიშანი, რაც არის ამ ეტაპზე, მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურამ თავად უნდა აწარმოოს გამოძიება" - ამბობს პრეზიდენტის ადვოკატი, ეკა ბესელია.
პრეზიდენტის ინტერესების დამცველი "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი მხად არის, გამოძიებას ჩვენება პირადადად მისცეს, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზად ცარის მეხუთე პრეზიდენტის თანმხლები პირები, რომლებიც თავადასხმის მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ.
პირველ რიგში, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დაწყებას, გამოძიების დაწყების შემდეგ უნდა მოხდეს პრეზიდენტის დაკითხვა და მისი მხრიდან ინფორმაციის მიღება, რადგან ის არის დაზარალებული, ამის შემდეგ ვნახავთ კვალიფიკაციის საკითხსაც. ვნახავთ, იმასაც რომელ საგამოძიებო ორგანოს დაევალება და შემდეგი ნაბიჯები რა თქმა უნდა, კანონი, საპროცესო კოდექსი გვაძლევს უფლებას, ვიდავოთ როგორც კვალიფიკაციაზე, ასევე ქვემდებარეობის საკითხზე, ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება.
პირველი რიგის ამოცანაა, გამოძიების დაწყება, რაც ამ დრომდე არ ხდება. რატომ აქამდე არავინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს რა მოხდა, ან პრეზიდენტთან ერთად მყოფ პირებს რატომ არ კითხავს, ან აეროპორტში არსებულ კამერების ჩანაწერებს იღებენ თუ არა, აი ამ ყველაფერზე გვინდა პირველ რიგში პასუხი"- განმარტა ბესელიამ.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.