"რუსეთი "ოცნებას" იყენებს, რათა საქართველოს ევროპული ოცნება მოპაროს და რუსულ დედა-სამშობლოში დააბრუნოს" - ბროკი

20.02.25 11:56
"რუსეთი "ოცნებას" იყენებს, რათა საქართველოს ევროპული ოცნება მოპაროს და რუსულ დედა-სამშობლოში დააბრუნოს" - ბროკი

ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ივანიშვილის რეჟიმის მამხილებელ განცხადებას აკეთებს - ელმარ ბროკი "ქართულ ოცნებას" ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებაში ადანაშაულებს. 

ელმარ ბროკი პირდაპირ ამბობს, რომ პუტინის რუსეთი "ოცნებას" იმისთვის იყენებს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება მოპაროს და რუსულ დედა-სამშობლოში დააბრუნოს. 

რუსეთი იყენებს "ქართულ ოცნებას", რათა საქართველოს მოპაროს ევროპული ოცნება და დააბრუნოს რუსულ დედა-სამშობლოში. ეს ირონიულად რომ ვთქვა. ეს იგივე მეთოდია, რასაც ადგილი ჰქონდა 2014 წელს იანუკოვიჩის შემთხვევაში და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე სტრატეგიაა, როგორც უკრაინაში, არა ომით, მაგრამ იგივე მიზნით იმპერიის", - განაცხადა ელმარ ბროკიმ. 

მსგავსი სიახლეები