TV პირველის ოპერატორის საქმე - ლაშა ჯიოშვილს ადვოკატი ხვდება

20.02.25 11:54
TV პირველის ოპერატორის საქმე - ლაშა ჯიოშვილს ადვოკატი ხვდება

"ტვ პირველის" გატაცებული ოპერატორს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში არხის იურისტი, იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი ხვდება. იურისტისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლს მიუსადაგებს ლაშა ჯიოშვილს შს სამინისტრო. 

ლაშა ჯიოშვილს წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს საღამოს ეწურება, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორის წინააღმდეგ 48 საათიან მაქსიმალურ ვადას.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ დრომდე მისთვის შს სამინისტროს მტკიცებულებები არ გადაუცია. 

ჯერ-ჯერობით მხოლოდ მისი მონათხრობით ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული. არც სახალხო დამცველისგან ყოფილა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, იმის შემდეგ რაც მოვინახულეთ და ოქმი შეადგინეს და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ შეგვხმიანებია. უცნობია, დაიწყეს თუ არა მათ გამოძიება. ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ, რომ იყო მისი მისამართით მუქარა. წერილობითაც გავავრცელეთ ამის შესახებ და მასმედიითაც გავრცელდა ინფორმაცია. 

რაც ჩანს მტკიცებულებებით, რომელიც გავრცელდა მედიის საშუალებით, იქ თუ ვინმე უკანონობას ჩადის, ეს არიან ის ნიღბიანები, რომლებიც არ ვიცით, რეალურად არიან თუ არა სამართალდამცავები. ამ საკითხს სასამართლოზეც დავაყენებთ, სხვა შუადგომლობთან ერთად"- განაცხადა ადვოკატმა. 

ტელეოპერატორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, მაგრამ რის საფუძველზე გაურკევევლია. 

გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენი ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.

ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები