შიმშილობის 35-ე დღე - ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს
შიმშილობის 35-ე დღე იზოლატორში. ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე ამ დრომდე პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავს. ანტი რუსული აქციების აქტიური მონაწილე კაცი ამბობს, რომ იქამდე არ აპირებს საკვების მიღებას, ვიდრე მის მიმართ წარმოებული "აბსურდული საქმე" არ შეწყდება.
გარდა შიმშილობისა, ქათამაძე უარს ამბობს, როგორც გამოკვლევების ჩატარებაზეც, ასევე ექიმების კონსულტაციაზეც. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. "შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე" - წერს ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რომელსაც საია აქვეყნებს.
ქათამაძის მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულის მდგომარეობა მძიმეა და ეს მას ვიზუალურადაც ეტყობა.
ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გაძევების საქმის წარმოება შეჩერებულია. იმ შემთხვევაში კი თუ მას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, ის უკვე კანონიერი სტატუსით დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ თუ სტატუსს მიანიჭებენ, შიმშილობას შეწყვეტს. შიმშილობის ძირითადი მიზანი და მოტივი იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტის გამოხატვა"- ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.