ომში დაღუპული გმირის შვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს
სახაზინო ტერორის ახალი სერია მოქალაქეების წინააღმდეგ - აქციაზე დგომის გამო, ხალხს ხუთი ათასი ლარით აჯარიმებენ. სტუდენტებს, ლექტორებს, ომში დაღუპული გმირების შვილებს და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს საჯარიმო ქვითრები გვიან ღამით ჩააბარეს. რეჟიმის პოლიცია ევროპული მომავლის მცველებს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცაა ყველაა მათგანი ამბობს, რომ ხალხით გადავსებულ რუსთაველის გამზირზე იდგა.
აგვისტოს ომის გმირის, გიორგი კირაკოზაშვილის შვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მას 12 თებერვალს, მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეზე გამართულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
აბსურდული რეალობაა, 12 თბერვალს ძალიან ბევრი ხალხი იყო, პაატა ბურეჭულაძის მარში იყო, "საზმაუდან", პოლიციის თანხლებით მოვდიოდით - გვერდზე მოგვყვებოდნენ და არაფერი უთქვამთ.
მაგათ გონიათ, რომ აგვისტოში ვარდების დიდი თაიგულის მიტანა, ტკივილს ამთელებს. დღეს კი რეალურად, კიდევ ერთხელ მომაჭირეს წიხლი. მინდა მათ გავახსენო, რომ ეს არის დიდი ტკივილი გმირების ოჯახებისთვის. სანამ დარეკავდნენ, ხომ შეეძლოთ გადახედვა ვისთან რეკავდნენ?! ხომ ამბობენ, რომ ყველაფერი იციან?! დღეს ჩემი სახით სტუდენტი დააჯარიმეს, გმირის შვილი დააჯარიმეს... ამათგან მე ყველაფერს მოველი, ქვეყანაში, სადაც ადამიანები თავს იწვავენ, შიმშილობენ და არავითარი რეაგირება არ არსებობს, იქვე გმირის სახელსაც მიაშლიან"- აცხადებს ოთო კირაკოზაშვილი.
ოლიგარქის პოლიციამ დააჯარიმა სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის ძმა, მასაც 5 000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი მიუვიდა. ახალგაზრდას მისივე ძმის მხარდამჭერ ვაქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
სხვიტარიძის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებული ზარის აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ახალგაზრდა პოლიციელს ეუბნება, რომ მან სავატომობილო გზის ნაწილი მას შემდეგ დაიკავა, როცა რუსთაველი პოლიციამ ავტომობილით გადაკეტა.
5 000 ლარით დაჯარიმებულებს შორისაა მოქალაქე გიორგი გრძელიძე - მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯარიმა უკვე მეორედ მიუვიდა. სხვა აქტივისტების მსგავსად, გრძელიძეც ამბობს, რომ როცა ის აქციაზე მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.