კალაძე ელჩების წინააღმდეგ - მისი მტკიცებით, საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატები "დიფ სთეითს" წარმოადგენენ
კახა კალაძემ ელჩების წინააღმდეგ გაილაშქრა - "ქართული ოცნების" მერი ამტკიცებს, რომ საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატებიც "დიფ სთეითის" წარმომადგენლები არიან.
- კალაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დიპლომატების გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, საქართველოში დიპლომატების ყოფნას "აზრი არ აქვს, რადგან ისინი მხარე არიან".
საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან" -ირწმუნება კალაძე.