ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი დიქტატორი

20.02.25 15:47
ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი დიქტატორი

"ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი დიქტატორი. შესაბამისი კითხვა ივანიშვილის გუნდის წევრს  „ფორმულას" ჟურნალისტმა არაერთხელ დაუსვა. 

 „მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საინფორმაციო დღის წესრიგი არ მიმდინარეობს დიქტატორების განხილვასა და მსჯელობაზე. [...] ამ შემთხვევაში, მე პასუხს არ გაგცემთ", - ამბობს წილოსანი.

 ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რატომ არ პასუხობს შეკითხვას, ნინო წილოსანმა თქვა:

 „არ ვაპირებ, რომ თქვენი საინფორმაციო დღის წესრიგით ვიმოქმედო და ამიტომ არ გაგცემთ პასუხს. რაც ჩემს ინტერესში არ არის და თქვენს დღის წესრიგს ემსახურება, არაფერზე არ გაგცემთ პასუხს", - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები