დროშებით ხელში თემურ ქათამაძისთვის! - ხვალ რეჟიმის ტყვის მხარდამჭერი მარში გაიმართება

20.02.25 16:49
დროშებით ხელში თემურ ქათამაძისთვის! - ხვალ რეჟიმის ტყვის მხარდამჭერი მარში გაიმართება

პარასკევს, 21 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდამჭერი მარში გაიმართება. 

აქციის ორგანოზატპრები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, თან იქონიონ საქართველოს ეროვნული დროშა: 

პარასკევს საზმაუდან მსვლელობისთვის ვიფიქრეთ, რომ თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ასეთი სიმბოლო გამოგვეყენებინა:

ვისაც შეგვეძლება, ყველამ საქართველოს დროშა ვიქონიოთ და ასე გავემართოთ პარლამენტისკენ. რაც მეტი დროშა იფრიალებს, მით უკეთესი. თუ გექნებათ სურვილი, შემოგვიერთდით"- წერენ აქციის მონაწილეები. 

თემურ ქათამაძე 35-ე დღეა, შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები