კარი ღიაა და სავარძელიც დადგმულია - პუტინმა ივანიშვილის რეჟიმს ღია შეთავაზება გამოუგზავნა

20.02.25 20:22
კარი ღიაა და სავარძელიც დადგმულია - პუტინმა ივანიშვილის რეჟიმს ღია შეთავაზება გამოუგზავნა

პუტინმა ივანიშვილის რეჟიმს ღია შეთავაზება გამოუგზავნა - აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს რუსულ ფორმატში მოლაპარაკებებზე ეპატიჟება. რუსეთის სათათბიროში სიტყვით გამოსვლის დროს პუტინის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომმა თქვა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლისთვის მაგიდასთან ადგილიც გამოყვეს და სკამიც დადგეს.

ლავროვი ფიქრობს, რომ "3+3"-ის ფორმატში მონაწილეობა საქართველოს მმართველი რეჟიმის საგარეო პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. სერგეი ლავროვს საქართველოს შესახებ კითხვა დუმაში მოხსენების დროს დაუსვეს. დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაინტერესდა, რადგან საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა, ხომ არ აპირებს რუსეთის მთავრობა მის მიპატიჟებას "3+3"-ის ფორმატში.

დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დუმაში ოთარ ფარცხალაძის პარტიაზეც ილაპარაკა. თქვა, რომ "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ისეთი პოლიტიკის პარტიაა, რომლის ადგილიც რუსეთის გვერდით არის. ფარცხალაძის ახლო მეგობარი და მისი პარტიის საგარეო მდივანი მამუკა ფიფია ამბობს, რომ თბილისი არათუ რუსულ ფორმატს უნდა შეუერთდეს, არამედ "3+3" მოლაპარაკებები თბილისში გაიმართოს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები