სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები-კარინა ოდებრინკი

20.02.25 22:25
სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები-კარინა ოდებრინკი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მესამე კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები“.

მისი თქმით, ეუთო-ს ანგარიშმა ოქტომბრის არჩევნების შესახებ დაადგინა, რომ ის “დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული იყო.“

ეუთო-ს ანგარიშმა ოქტომბრის არჩევნების შესახებ დაადგინა, რომ ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევებმა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დისბალანსმა და პოლიტიზებულმა მედია პროპაგანდამ, ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული იყო. სავალალო სიტუაცია საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები”, – აღნიშნა  კარინა ოდებრინკმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი