პრეზიდენტი ზურაბიშვილი აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით TAV-ს რეაგირებას სთხოვს

20.02.25 23:03
პრეზიდენტი ზურაბიშვილი აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით TAV-ს რეაგირებას სთხოვს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მასსა და გიორგი გახარიაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, აეროპორტის მმართველ კომპანიას მიმართავს:

ზურაბიშვილი წერს, რომ ADP-ის რეაგირებას ელოდება.

თბილისის აეროპორტს მართავს TAV/ADP. ამ ადგილას ზედიზედ ორი თავდასხმა შეძლეს, 17 თებერვალს ყოფილ პრემიერმინისტრზე, 18 თებერვალს კი - პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. პერიმეტრზე პოლიციელები არ იმყოფებოდნენ, უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. ველოდებით ADP-ის რეაგირებას" - წერს ზურაბიშვილი