საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ, თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე - კარინა ოდებრინკი

21.02.25 11:24
საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ, თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე - კარინა ოდებრინკი

შვედეთის დელეგაციის მომხსენებელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში გაყალბებული არჩევნების და აქტივისტებზე ძალადობის გარდა, ყურადღება თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. კარინა ოდებრინკა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლება დაცული არ არის, ჟურნალისტები გამუდმებული თავდასხმების და ძალადობის ობიექტები არიან, რაც დაუშვებელია. მისი თქმით, თავისუფალი პრესა არა მხოლოდ პრინციპია, ეს ნებისმიერი ღია საზოგადოების ხერხემალია.

ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე. ჟურნალისტები აწყდებიან ონლაინ თავდასხმებს, იურიდიულ დაშინებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვალთვალს, მათ შორის სასიკვდილო ძალადობასაც. ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი. ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა, რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება და გამჭვირვალე ინფორმაციის მიღება შიშის და ჩარევის გარეშე. თავისუფალი პრესა არა მხოლოდ პრინციპია, ეს ნებისმიერი ღია საზოგადოების ხერხემალია, - განაცხადა კარინა ოდებრინკმა.

ხალხის დევნა, ძალადობა, თავდასხმები, პოლიტიკური რეპრესიები და კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობა - ივანიშვილისს რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნება" ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ფაქტებით დაადანაშაულეს.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ უმძიმეს შეფასებებს ისმენდნენ ივანიშვილის პარტიის არაღიარებული დეპუტატებიც, თუმცა პასუხების გაცემის ნაცვლად, მათ ევროპას ისევ პოლიტიკური ტონი და მიგნებები დაიწუნეს.