ეუთოს კრიტიკული შეფასება - "ოცნების" დელეგაციის წევრმა ევროპას ტონი დაუწუნა

21.02.25 11:40
ეუთოს კრიტიკული შეფასება - "ოცნების" დელეგაციის წევრმა ევროპას ტონი დაუწუნა

ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან მახაშვილი რეპორტი2-ს, რომელმაც ეუთოს ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა, ტონი დაუწუნა. მახაშვილი ამტკიცებდა, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მტკიცებულებების გარეშე ხდება. მისივე მტკიცებით, შეფასება "პოლიტიკური რეპრესიები" არასწორია, რადგან ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა საპატიმროში იმყოფებიან, სისხლის სამართლებრივი საქმეებია აღძრული.  

2024 წელს საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია, ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიების მეშვეობით. მინდა, გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის „რაპორტი 2-ს“, ქალბატონ ოდერბრინკს, სანამ სიტყვებს, „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თითოეულ მათგანზე არის კონკრეტული ვიდემტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეომტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში, - განაცხადა მახაშვილმა.

ხალხის დევნა, ძალადობა, თავდასხმები, პოლიტიკური რეპრესიები და კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობა - ივანიშვილისს რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნება" ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ფაქტებით დაადანაშაულეს.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ უმძიმეს შეფასებებს ისმენდნენ ივანიშვილის პარტიის არაღიარებული დეპუტატებიც, თუმცა პასუხების გაცემის ნაცვლად, მათ ევროპას ისევ პოლიტიკური ტონი და მიგნებები დაიწუნეს.