"კარგად ესმით, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია" - თინა ბოკუჩავა პია კაუმას და მისი კაბინეტის წარმომადგენლებს შეხვდა

21.02.25 14:10
"კარგად ესმით, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია" - თინა ბოკუჩავა პია კაუმას და მისი კაბინეტის წარმომადგენლებს შეხვდა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მისი კაბინეტის წარმომადეგნლებს შეხვდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია "ოცნების" არააღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ასევე თვლიან, შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპტიმრების გათავისუფლებაა. 

დღეს შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ისევე, როგორც მისი კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიაში, რომლებმაც, იცით, რომ ცოტა ხნის წინ გააუქმეს ვიზიტი საქართველოში იმისთვის, რომ ივანიშვილს რეჟიმს არ გამოეყენებინა მათი ვიზიტი ლეგიტიმაციისთვის. მათ ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელივანია არააღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ასევე ის, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დამნაშავეების დასჯა, - ამბობს ბოკუჩავა.