საქართველოს 3+3 ფორმატში ჩათრევით ე.წ. ხელისუფლება რუსეთის სპეცოპერაციას ახორციელებს - გეგელია

21.02.25 14:37
საქართველოს 3+3 ფორმატში ჩათრევით ე.წ. ხელისუფლება რუსეთის სპეცოპერაციას ახორციელებს - გეგელია

ბოლო ორ დღეში საქართველოს ორი სხვადასხვა სკამი შესთავაზეს - ევროპული და რუსულ-ირანული, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დეტალურად განმარტა რას ნიშნავს ორივე შეთავაზება და თქვა, რომ "ქართული ოცნება" ახლა არჩევანს სწორედ რუსეთის სასარგებლოდ აკეთებს, რაც ქაოსს, დაბალ განვითარებას და ძალმომრეობით გამორჩეული სივრცის წევრობას ნიშნავს. 

გრიგოლ გეგელია 3+3-ის ფორმატში ჩართვას დაუშვებლად მიიჩნევს და მას რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. მისი თქმით, შექმნილი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებით არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლებაა. 

ბოლო ორ დღეში საქართველოს ორი სხვადასხვა სკამი შესთავაზეს - ევროპული და რუსულ-ირანული. პირველ სკამსი ჩაჯდომა ნიშნავს ცივილიზებული სივრცის წევრობას, რაც მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი და კანონის უზენაესობაა. ეს არის სივრცე მეტი ეკონომიკური დაცულობით, რამდენჯერმე უფრო მაღალი პენსიით, უვიზო მიმოსვლით, საერთო უსაფრთხოებით და მშვიდობის უმაღლესი ხარისხით. მეორე სკამში ჩაჯდომა ნიშნავს ქაოსით, დაბალი განვითარებით და ძალმომრეობით გამორჩეული სივრცის წევრობას. 
 

თუ ორიდან რომელ სკამს აირჩევს საქართველო, ეს არის არჩევანი, რომელის გასაზღვარვს ჩვენი ერის ათასწლოვან ისტორიას. სამი წლის წინ 2021 წლის 27 იანვარს პარტია „ლელო“ გახდა პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიაპყრო საქართელოს 3 პლუს 3-ის ფორმატში ჩათრევის მცდელობას. ჩვენს პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუხდა, განემარტა, რომ ის არ აპირებდა მსგავს ფორმატში ჩართვას. ჩვენ მას შემდეგ ვნახეთ უფრო სისტემატიურად საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ქვეყნის დასორება დასავლური სივრცისგან და მიპყრობა ავტოკრატიულ სახელმწიფოებზე. დღეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დანაშაულებრივად დუმს, ხოლო „ქართული ოცნების" ბანდფორმირებების ე.წ. სპიკერები, მათ შორის ვოლსკი, ვხედავთ, რომ არ გამორიცხავენ ამ ფორმატში საქართველოს გაწევრიანებას გარკვეულ დროს. 
 

ქართველი ხალხის არჩევანი ერთია - მას სურთ ევროპულ სკამში ჩაჯდომა, ევროპულ მაგიდაზე საქართველოს ახელმწიფო დროშის დადგმა. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. 
 

ასევე ცნობილია „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმის ამოცანა: საქართველოს ჩათრევა იმ სივრცეში, რომელიც პოლიტიკური დასავლეთის საპირწონედ იქმნება, რომელიც ალტერნატივაა ე.წ. დასავლური პოლიტიკური წესრიგის, რომლის მიზანიც არის რეგიონიდან ამერიკული და ევროპული გავლენის განდევნა.
 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობების წარმოებას რეგიონალურ ძალებთან, დაუშვებელია, საქართველო გახდეს 3 პლუს 3-ის ფორმატის წევრი. საქართველო ვერ იქნება ისეთი ფორმატის წევრი, რომელშიც რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%. ეს პლატფრომა თავისი არსით პირდაპირ წარმოადგენს დასავლეთის საპირწონედ გაერთიანებას იმ ფონზე, როდესაც იქმნება ახალი უსაფრთხოების წესრიგი, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო გააქტიურდება საკუთარი უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველოფის მიმათულებით, ასეთ დროს ეროვნული ინტერესი მოითხოვს გაასმაგებული ტემპით დაახლოებას სწორედ იმ სივრცესთან, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობაა. 
 

რასაკვირველია, ასეთ დროს ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ ევროპულ კავშირთან გაღრმავდეს ურთიერთობები და მოხდეს ჩვენი სახელმწიფოს უფრო მეტად დაახლოება სწორედ მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცესთან, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ეფლირტავებოდეს რუსეთის ფედერაციას და ლავრივს და ვერ საუბრობდეს იმ სკამის მიუღებლობაზე, რომელსაც ლავროვი და სხვა სახელმწიფოები გვთავაზობენ ევროპული სკამის სანაცვლოდ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დღეს ქმედუუნარო, პარალიზებული, ანტიკონსტიტუციური ე.წ. პარლამენტი და ე.წ. მთავრობა, რეალურად, საქართველოში ახორციელებს რუსეთის სპეცოპერაციას ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას დააბრუნებს კეთილდღეობის, მშვიდობის და განვიტარების სივრცეში, რომელსაც ჰქვია ევროპული კავშირი და ნატი, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.