ეუთოს კრიტიკული შეფასება - სამხარაძის მტკიცებით, უილსონი “გადაუმოწმებელ ინფორმაციებს“ ავრცელებდა
ეუთოს კრიტიკული შეფასება - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჯო უილსონი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ მიმართა, “გადაუმოწმებელი ინფორმაციების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.
სამხარაძის მტკიცებით, საქართველოში არჩევნები “პოლიტიკურ პლურალისტურ გარემოში ჩატარდა“ და არ არსებობს არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
ბატონო უილსონ, თქვენ რომ მართალი იყოთ თქვენს მიმართვაში, თქვენც დაგმობდით ეგრეთ წოდებულ ფიქტიურ არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში. ახლა ნება მიბოძეთ შემდეგ არანაკლებ მნიშვნელობის საკითხზე გადავიდე, ეს არის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. მაშინ როცა არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურ პლურალისტურ გარემოში, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით, რაც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას და ბევრად უკეთესად იყო ორგანიზებული, ვიდრე ყველა ადრე ჩატარებული არჩევნები. პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, არჩია არ ეღიარებინა შედეგები, დაჟინებით ავრცელებდა სრულიად გადაუმოწმებელ პრეტენზიებს და მათ შორის ამ ინფორმაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის სუვერენული უფლებებისადმი ურყევი ერთგულებით. არ არსებობს არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა სამხარაძემ.
ხალხის დევნა, ძალადობა, თავდასხმები, პოლიტიკური რეპრესიები და კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობა - ივანიშვილისს რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნება" ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ფაქტებით დაადანაშაულეს.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ უმძიმეს შეფასებებს ისმენდნენ ივანიშვილის პარტიის არაღიარებული დეპუტატებიც, თუმცა პასუხების გაცემის ნაცვლად, მათ ევროპას ისევ პოლიტიკური ტონი და მიგნებები დაიწუნეს.