პრეზიდენტი ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ხვდება - სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ოფისში აქტივისტებს, სტუდენტებს და რიგით მოქალაქეებს უსმენს, რომლებიც წინააღმდეგობრივ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულები.
აუდიენციის დაწყებამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ემიგრანტების სათქმელსაც გააჟღერებენ.
მათივე თქმით, საჭიროა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთოს, რადგან ის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომლის გარშემოც შესაძლებელია საზოგადოების კონსოლიდაცია.
დღეს მე მისთვის სათქმელი მაქვს, რომ გავაჟღერო ჩვენი ემიგრანტების სათქმელი, რომლებიც ჩვენთან ერთად მუხლჩაუხრელად იბრძვიან იმისთვის, რომ დავიმსახუროთ ჩვენ და გავხდეთ ევროპის თანამეგობრობის წევრები." - განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა.
სალომე ზურაბიშვილისგან ვისმენთ მოსაზრებებს. ჩვენი თხოვნაა, უფრო მეტად ჩაერთოს პროცესებში, რადგან ვთვლით, რომ ის არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომლის ირგვლივაც შეიძლება გაერთიანდნენ ადამიანები. დღევანდელ შეხვედრაზეც, სავარაუდოდ, აქციის დეტალებზე იქნება საუბარი". - განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარ სამუშაო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.