რეჟიმის განკითხვის დღე - ეუთოში "ოცნების" დელეგაცია არალეგიტიმურად გამოაცხადეს

21.02.25 20:04
რეჟიმის განკითხვის დღე - ეუთოში "ოცნების" დელეგაცია არალეგიტიმურად გამოაცხადეს

"ქართული ოცნების" არალეგიტიმური დელეგაცია უარყოფილი უნდა იყოს - ეს განცხადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან გააკეთა. 56 ქვეყნის 300 ზე მეტი დეპუტატის წინაშე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ივანიშვილის გუნდს არალეგიტიმური ძალა უწოდა და არჩევნების გაყალბებაში ამხილა. შეერთებული შტატების კონგრესის წევრმა საქართველოს არაღიარებულ მთავრობას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, ეუთოს კი უთხრა, რომ "ქართულ ოცნებასთან" რეგულარული ურთირთობები გაწყვიტოს.

ეს ყველაფერი ჯო უილსონმა "ქართული ოცნების" დელეგაციის წინაშე თქვა. რეჟიმის წარმომადგენელი ნიკა სამხარაძე დარბაზში უსმენდა როგოირ გამოაცხადა მის პარტია ხმების ქურდად გავლენიენმა ამერიკელმა კონგრესმენმა. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოზე უმწვავესი დებატებით გაიხსნა. გაყალბებული არჩევნები და პოლიტიკური რეპრესიები -  სწორედ ეს ფრაზები ისმოდა ეუთოს საპარლამენტო ასამლეის ტრიბუნიდან. ოლიგარქის რეჟიმი ოპონენტების წინააღმდეგ სასტიკ ანგარისშწორებაში ამხილეს და ითქვა, რომ ეუთო თვალს ვერ დახუჭავს ჟურნალისტების წინააღდმეგ განხირციელებულ ფიზიკურ თავდასხმებზე და სასიკვდილო ძალადობაზე, პოლიტკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა მეთოდებით განეიტრალების მცდელობაზე.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.