იდენტიფიცირებულები არიან რეჟიმის ის ტიტუშკები, ვინც პრეზიდენტს თავს დაესხნენ - შსს დუმს

21.02.25 20:12
იდენტიფიცირებულები არიან რეჟიმის ის ტიტუშკები, ვინც პრეზიდენტს თავს დაესხნენ - შსს დუმს

იდენტიფიცირებულია თავდამხსმელთა ჯგუფის კიდევ ერთი ტიტუშკა, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს საქართელოს პრეზიდენტს დაესხა. გიორგი ბერიძიშვილი მოქალაქეებმა ამოიცნეს. ის ერთ-ერთი იყო, ვინც სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლა. უკვე ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ზურაბიშვილზე თავდასხმისთვის "ქართულმა ოცნებამ" ის ახალგაზრდები გამოიყენა, რომლებიც წლებია მათთვის მაშველ რგოლს წარმოადგენს.

თავდამსხმელების იდენტიფიცირება ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული პრეზიდენტის ადვოკატისთვის ახალი გარემოებაა იმის დასამტკიცებლად, რომ თავდასმხის უკან სწორედ "ქართული ოცნება" იდგა. ეკა ბესელია ახლა ორივე იდენტიფიცირებული ტიტუშკის დაკითხვას მოითხოვს და საჯაროდ მიმართვს აეროპორტს, გადასცენ დაცვის მხარეს დანაშაულის ამსახველი კადრები. 

სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმიდან მე-4 დღესაც  ვახო გომელაურის უწყებიდან ხმა არ ისმის. თავდამსხმელები თავისუფლად გადაადგილდებიან. საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება სალომე ზურაბიშვილის ჩვენებით, არ ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, არ მიუმართავთ თბილისის საეთაშრორისო აეროპორტისთვის კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით. ეს ყველა ფაქტი გიორგი ბაჩიაშვილისთვის იმის მტკიცებულბაა, რომ ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც დააორგანიზა მის მიერ შერჩეულ და შემდეგ მხარდაჭერილ პრეზიდენტზე შეტევა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.