პასუხი რეჟიმის ფინანსურ რეპრესიებს - თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას ახალი ფუნქცია დაემატა

21.02.25 20:49
პასუხი რეჟიმის ფინანსურ რეპრესიებს - თავისუფალი ბიზნესის  პლატფორმას ახალი ფუნქცია დაემატა

freedonation.ge - დღეიდან დემოკრატიის დაცვაში მონაწილეობა ამ პლატფორმაზე შეეძლება. ამ ვებ გვერდზე იმ ფონდების და მედიასაშუალებების მონაცეემია ატვირთული, ვის ფინანსურ მხარდაჭერაშიც მონაწილეობის მიღება მოქლაქეებს შეუძლიათ. ფონდები ხალხისგან მიღებულ თანხას მიზნობრივად გამოიყენებენ: ზოგი აქციაზე დაზარალებულებს დაეხმარება, ზოგი პატიმრებს, ზოგი ჯარიმებს გადაიხდის. ხალხი თავად ირჩევს, ვის უნდა რომ დახმარება გამოუყოს. 

ფულის შეგროვება დემოკრატიის მხარდასაჭერად უკვე დაწყებულია. თითოეულ მოქალაქეს თავად შეეძლება, აირჩიოს, რომელ ფონდს რამდენი ლარით ან რამდენი ხნით დაეხმარება. პრიორიტეტს, თუ რომელ სფეროს სჭირდება ყველაზე მეტი მხარდაჭერა, ხალხი თავად გადაყწვეტს. მცირე დროის მიუხედავად, დონაციები ფონდებმა უკვე მიიღეს, მათ შორის ყველაზე მეტი 47 ათას ლარზე მეტი ნანუკას ფონდს შეუგროვდა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ პროტესტშია ჩართული და ძირითადად პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს ეხმარება.

შეიქმნა თანამედროვე ხელოვნების ფონდიც, სადაც შესული თანხაც სახელოვნებო სფეროს გადარჩენას მოხმარდება. სფეროს, რომელსაც ხელისუფება თავისუფლებას ართმევს, მორჩილებას სთხოვს და თავისუფალ მსახიობებს აპატიმრებს, გადასარჩენად ბრძოლა უწევს.

ვრცლდა ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.