"ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა თემურ ქათამაძეს

21.02.25 19:33
"ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა თემურ ქათამაძეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში "ბათუმელი მედროშეს", რეჟიმის პატიმარს, თემურ ქათამაძეს მიმართავს, რომელიც შიმშილობასთან 36-ე დღეა შიმშილობს.

"არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა მზიასავით ვეტყოდი რომ ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება". - წერს ზურაბიშვილი.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. ის 36-ე დღეა შიმშილობს.