დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია არ მოხდებოდა - მელია

21.02.25 21:49
დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია არ მოხდებოდა - მელია

დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია არ მოხდებოდა - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძის, "პოლიტიკურ ამბებში" განაცხადა.

მელიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის გამართლება იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიებს პრინციპულ პოზიცია არ ექნებოდათ და ამ პოზიციას არ დაიცავდნენ.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, დღეს რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია არ იარსებებდა და არ იარსებებდა ის ძალიან ამაღლებული ცნობიერება საზოგადოების იმ ჯგუფებში, რომელშიც მე ვისურვებდი რომ ეს ცნობიერება წლების წინაც ყოფილიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამ რეჟიმის გამართლება იქნებოდა და მათთვის შვების მოგვრა, თუ ოპოზიციური პარტიები არ გამოიჩენდნენ ძალიან მნიშვნელოვან, პრინციპულ პოზიციას და არ დაიცავდნენ ამ პოზიციას. აქედან გამომდიანრე, მიმაჩნია ეს ძალიან სწორი. რომ არა ეს და რომ არა სხვადასხვა ეტაპები, ჩვენ დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდით", - განაცხადა ნიკა მელიამ.