"ირაკლი კობახიძე თავწაკვეთილი ქათამივით მოძრაობს" - საბა ბუაძე

21.02.25 22:52
"ირაკლი კობახიძე თავწაკვეთილი ქათამივით მოძრაობს" - საბა ბუაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის სამეზობლო პოლიტიკა "თავწაკვეთილი ქათმის" მოძრაობას შეადარა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციონერი პარტიების ლიდერების მოძრაობა ყველასთვის გასაგები და გამჭვირვალეა და სწორედ მათი დიდი წვლილია მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერაში.

თავწაკვეთილი ქათამი როგორც მოძრაობს, ისე მოძრაობს ირაკლი კობახიძე. ოპოზიციონერი პარტიების ლიდერების მოძრაობა ძალიან გასაგები და გამჭვირვალე არის ყველასთვის და ოპოზიციონერი პარტიების ლიდერების მოძრაობა არის მათ შორის იმ საერთაშორისო მხარდაჭერისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მათ შორის აქედან წასული გზავნილების და ჩვენი პარტნიორებთან კომუნიკაციის შედეგი არის ის ყურადღება, რომელიც საქართველოს აქვს. თუმცა ცხადია, ძირითადი ყურადღება მოდის იმ პროტესტიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპოზიციის გზავნილები არის მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის, ვისთანაც ჩვენ ვურთიერთობთ", - განაცხადა საბა ბუაძემ "ტვ პრიველის" პირდაპირ ეთერში.