"ოცნება" უსასრულო იზოლაციის გზაზეა - ივანიშვილის გუნდი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას არ ესწრება

22.02.25 12:24
"ოცნება" უსასრულო იზოლაციის გზაზეა - ივანიშვილის გუნდი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას არ ესწრება

"ქართული ოცნება" უსასრულო იზოლაციის გზაზეა - ივანიშვილის პარტია ამჯერად კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს. ეს ღონისძიება ახლა ვაშინგტონში მიმდინარეობს, თუმცა როცა იგივე შინაარსის ღონისძიება ბუდაპეშტში ჩატარდა, მაშინ "ოცნების" ლიდერები საპატიო სტუმრებად ჰყავდათ. 

დღეს კი "ოცნების" ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაკარგეს შანსი, პირადად მოესმინათ დონალდ ტრამპისთვის, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოდის. მასთან ერთად არის მილიარდერი ილონ მასკიც.

ვაშინგტონის კონფერენციაში მონაწილეობენ მემარჯვენე პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასი.