"უილსონმა რუსული ოცნების წევრების არ დაპატიჟების საკითხი გააჟღერა მომავალ საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სხდომაზე" - ბოკუჩავა

22.02.25 10:23
"უილსონმა რუსული ოცნების წევრების არ დაპატიჟების საკითხი გააჟღერა მომავალ საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სხდომაზე" - ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა ჯო უილსონს შეხვდა - "ერთიანობა ნაციონალური მოძრობის" ლიდერი ამერიკელ კონგრესმენს "ოცნების" წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების შესახებ ესაუბრა. ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ მკაცრი შეზღუდვების პირობებში გახდება რეჟიმი იძულებული, ხალხის მოთხოვნები შეასრულოს და ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაატაროს.

შეხვედრა ვენაში შედგა, სადაც უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრო და ივანიშვილის რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყო. ბოკუჩავა ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური თანამებრძოლი "ოცნების" რეჟიმის არაღიარების მომხრეა.

ჯო უილსონმა ასევე გააჟღერა რუსული ოცნების წევრების არ დაპატიჟების საკითხი მომავალ საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სხდომაზე, რომელიც გაიმართება პორტუგალიაში. ჩვენ ცალკე შევხვდით ამერიკულ დელეგაციას, კონგრესმენ ჯო უილსონს, ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებს, სადაც ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ამერიკის სასანქციო პოლიტიკის გაძლიერება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.