"ვფიქრობ, 24 თებერვალს, ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესებას განიხილავენ" - აქუბარდია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხზე დაგეგმილი მსჯელობის პარალელურად, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ EU-ს დღის წესრიგში ამჯერად ინდივიდუალური სანქციების დაწესება იქნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ევროპელი ლიდერები სასანქციო ზომების ამოქმედებას არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ რეჟიმის მსახური და ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ გეგმავს.
ვფიქრობ, იქნება მათ შორის განხილული ინდივიდუალური სანქციების დაწესება ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, როგორც ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოწოდებული. აქ მთავარი დღის წესრიგი იქნება სანქციების დაწესების საკითხი არა მხოლოდ ივანიშვილზე...", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.